თბილისის საქალაქო სასამართლო მამიდაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის საკითხზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს.
როგორც “კვირას” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, სხდომა 18:30 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურამ ანა ხელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების საკითხის შესახებ საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.
ცნობისათვის, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.
ადვოკატის ინფორმაციით, რობერტ ახალაია დუმილის უფლებას იყენებს და ამ ეტაპზე, არაფერზე საუბრობს.
სამართალდამცველებმა უზნაძის ქუჩაზე, N 117-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 19 წლის ანა ხელაძე ყელგამოჭრილი ორი დღის წინ იპოვეს. მკვლელობის ფაქტზე, გარდაცვლილის ბიძაშვილი, 22 წლის რობერტ ახალაია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები