თელავში, სოფელ ყარაჯალაში, 20-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მურადოვების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის 150 კვ.მ. ფართობი განადგურდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდაპირველად, აალება სახურავიდან დაიწყო და შემდეგ მთელ სახლზე გავრცელდა.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე თელავის 3 სახანძრო ბრიგადა იმყოფებოდა და ცეცხლის ლიკვიდაციას ახორციელებდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლება პირველ ეტაპზე, მურადოვებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები