თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე წუხელ აფეთქება მოხდა

  თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩის (ყოფილი კაიროს ქუჩა) N42-ში წუხელ აფეთქება მოხდა.
როგორც “კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა ყოფილა.
შემთხვევა გვიან ღამით, მიტოვებულ შენობაში მოხდა. ადგილზე გასულები იყვნენ ჩვენი სამსახურის ბრიგადები. თუმცა აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
აფეთქების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა აფეთქდა მიტოვებულ შენობაში“,- განუცხადეს “კვირას“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები