უზნაძის ქუჩაზე მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა, 19 წლის ანა, წარმოშობით ფოთიდან არის და თბილისში დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა.
ოჯახის წევრები  გარდაცვლილის ბიძაშვილს  ამ დრომდე ვერ პოულობენ.
მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ბიჭს ეძებდნენ.
მათივე თქმით, დეიდა შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. ის ამჟამად ფოთშია. ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და  ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.
19 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები