ბათუმის მოვლენებზე ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვს

“მოვითხოვთ, მერაბ ღოღობერიძე პროკურორის მიერ დაიკითხოს. იგი გენინსპექციის თანამშრომელთან და სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვს“,- ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა, პაატა შავაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რომელიც ღოღობერიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

“მოვითხოვთ, მერაბ ღოღობერიძე პროკურორის მიერ დაიკითხოს. იგი გენინსპექციის თანამშრომელთან და სახალხო დამცველთან, უჩა ნანუაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ჩვენ სასამართლო სხდომაზე შესავალი სიტყვით წარვდგებით და იმ გარემოებებზე ვისაუბრებთ, რომელიც ღოღობერიძის უდანაშაულობას დაამტკიცებს. რაც შეეხება სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილი ვალდებულია, შეხვდეს და მოუსმინოს”, – აცხადებს პაატა შავაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რამდენიმე წუთით შესვენება გამოაცხადა.

დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 – ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას და 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები