პროკურორი: გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ შორენა თეთრუაშვილი იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში

„შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ“,-ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ მედიის წარმომადგენლებთან პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, შორენა თეთრუაშვილმა იმაზე გაამახვილა ყურადღება თუ როგორ მივიდა პატრიარქთან თავად და აცნობა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ ჰქონდა ისეთი თანამდებობა, რომელიც აძლევდა უფლებამოსილებას სხვადასხვა პირებთან საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე ურთიერთობა ჰქონოდა, რის შემდეგაც გიორგი მამალაძის დაქვეითება მოხდა.
„შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ. შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, „თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო“, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა. ასევე შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიარქის მდივანი. ერთ-ერთი პირი ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანამდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი და ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები