მართლმადიდებელი ეკლესია დღეს​ სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს “წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს.
მცხეთაში გამგზავრების მსურველებისთვის ავტობუსები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 08:30 საათიდან გადიან.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები