11 ივლისი
10:30 საათზე – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას დიალოგთან დაკავშირებით – რას სთავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას; მცოცავი ოკუპაცია.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:00 საათზე – პარლამენტის ყოფილი წევრი, გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი „ეროვნული ფორუმიდან“ სოსო ვახტანგაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მცოცავი ოკუპაცია და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა; მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კონსტიტუციის პროექტის თემაზე და გამოსავალი.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა N14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:30 საათზე – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, რუსლან ალექსიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაციის კვლევის შედეგებს წარმოადგენს, თემაზე: „საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის ფარგლები „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოს“ კრედიტორების ინფორმირებისა და დაცვის საკითხზე“.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565