10 ივლისი

10:30 საათზე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

 11:00 საათზე – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კონსტიტუციის პროექტის თემაზე და სიახლეები შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565

17 : 00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე” მოწვეულ ექპერტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან  
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

10:30 საათზე, საია-ში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ირაკლი ხოფერიას საქმეზე გამოკვეთილი ახალი გარემოებები“.
მის: კახიძის ქ. #15

11:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან საჯარო განხილვას გამართავენ.
თემა: მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციები, www.budgetmonitor.ge -ის პრეზენტაცია.
მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #62–64
საკონტაქტო პირი რუსო შამუგია – 577479999

11:00 საათზე, “მარშალპრესის” პრესკლუბში ადვოკატები გელა
ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი კლინიკა ”ლანცეტის” საქმეზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
მის: მაჩაბლის ქ. #7
ტელ.: 599 26 14 14

11:00 საათზე ქალაქის პროკურატურაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბაჩი სირაძის ადვოკატები გამომძიებლებს მტკიცებულებებს გადასცემენ.

11:45 საათზე, ტექნოპარკში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის “ციფრული მოქალაქის“ პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართება.

12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ბაჩო სირაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც აღმკვეთ ღონისძეებაზე იმსჯელებენ.

12:00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენს საკუთარ პოზიციას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე და ცვლილებების ინიცირებისა და განხილვის პროცესის შესახებ.
მის: აღმაშენებლის გამზ. #61

12:00 საათზე, “ახალი საქართველოს” წევრები მთავარ პროკურატურაში მტკიცებულებებს წარადგენენ.
თემა: კორუფცია მერიასა და გამგეობებში.
საკონტაქტო ტელ.: 551 66 25 25

14:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

16:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე მოაწერენ.
მის.: უზნაძის ქ. #52

17:00 საათზე, „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“ მიწვეულ ექსპერტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები