შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რებრენდინგი განხორციელდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში უმასპინძლა და დეპარტამენტში განხორციელებული რებრენდინგის შედეგები გააცნო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობების რებრენდინგი განხორციელდა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლებული უნიფორმებითა და ტექნიკით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული სამმართველოების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
განხორციელებული რეფორმის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები