პარლამენტში 13:00 საათზე რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს.
რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება.
„რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხია წარმოდგენილი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები