“პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირისგან კონსტიტუციურ სამართალში ლექციების კითხვა შემაშფოთებელია”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირისგან კონსტიტუციურ სამართალში ლექციების კითხვა შემაშფოთებელია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.
“გასაგებია, მას აქვს სუბიექტური პოლიტიკური მიზანი, მაგრამ პრეზიდენტის სტატუსის ადამიანი რომ იწყებ ლექციების კითხვას კონსტიტუციურ სამართალში, აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით, ან რა კვალიფიკაცია გაქვს ამ კუთხით, ან რატომ აკეთებ ამ ყველაფერს?”, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის – როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსის მქონე პირის მიერ კონსტიტუციურ სამართალზე “საჯარო ლექციების კითხვა” შემაშფოთებელია.
“თქვენ გახსოვთ, პრეზიდენტმა სამი თვის წინ დაიწყო საჯარო ლექციების კითხვა კონსტიტუციურ სამართალში.უშვებდა ელემენტარულ შეცდომებს, რისთვისაც მაგალითად, სტუდენტებს არ უწერენ ნიშნებს იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს არის რეალობა. არ ვიცი,რამდენად ღირს ამაზე სერიოზულად საუბარი. ამას რომ აკეთებდეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი, ეს რა თქმა უნდა, არის სხვანაირად შემაშფოთებელი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები