პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსესუსი ვერ შედგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ კონსესუსი ვერ შედგა. როგორც კობახიძემ გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსესუსისკენ ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა იყოს მოწოდებული.
“ეს არ არის ოპტიმალური კონსესუსი. ოპტიმალური კონსესუსი უნდა ყოფილიყო მიღწეული ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის. ამ დროს ვხედავთ პარტიების აბსოლუტურად არათანმიმდევრულ დამოკიდებულებას, აბსოლუტურად გაუგებარი მოტივით გასვლას კომისიიდან . დღემდე არ მესმის, რა იყო კომისიის დატოვების საფუძველი, მაშინ, როდესაც დოკუმენტში ასახული იყო ის სულისკვეთება, რომელიც წარმოდგენილი იყო კომისიაში. იყო გარკვეული დაზუსტებების თაობაზე მოთხოვნა, ბონუსს ეხებოდა პირველ რიგში ეს ყველაფერი. როგორც კი დაიწყო საყოველთაო-სახალხო განხილვა, იქვე ვთქვით პირდაპირ, რომ აუცილებლად დავუწესებდით ბონუსს ისეთ ზღვარს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა მის მოცულობას. ეს პირდაპირ ითქვა. რეალურად, კონსესუსისკენ მიდიოდა საქმე, თუმცა, ამის შემდეგ, გვქონდა დამატებით კონსულტაციები დამატებით პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში და იქაც დაიწყო საუბარი პირდაპირ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე. ჩვენ ბოლო დღემდე აქტიურად ვმუშაობდით ამაზე უმრავლესობის შიგნით, თუმცა, იქ იყო ნათქვამი კონკრეტული საპარლამენტო პარტიების მხრიდან, რომ პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის პირობებშიც კი ისინი დოკუმენტს ხმას არ მისცემდნენ. ჩვენ ყველა მეთოდი, დარწმუნების ყველა ფორმა გამოვიყენეთ, თუმცა, აშკარად ჩანდა, რომ კონსესუსის რესურსი არ იყო”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები