ლევან სონღულაშვილის ორი ნამუშევარი ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დარჩა

 ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმში მსოფლიოს წამყვანი მხატვრების ნამუშევრების კოლექციასთან ერთად დარჩა.
ქართველი მხატვრის ნამუშევრები, “მედუზა” და “მონაზონი”, რამდენიმე ხნის წინ, „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა და
8 თვის განმავლობაში ნახატები ბრუკლინის მუზეუმში იყო გამოფენილი.
მუზეუმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდება.
ლევან სონღულაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებიც პიკასოს, მატისის, ვან გოგის და ხელოვანების სხვა  ნამუშევრებთან ერთად, მუზეუმის კოლექციის ნაწილია.
ბრუკლინის მუზეუმში პირველად მოხვდა ქართველი მხატვრის ნამუშევრები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები