“მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების აზრი ერთიანია”
მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების აზრი ერთიანია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
“მე ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ გავაკეთე განცხადება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბოლო შეხვედრა ახლა იმართებოდა მუხრანში, რომელსაც ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები . პრემიერ -მინისტრმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, ამ თემასთან დაკავშირებით არის ერთიანი მიდგომა, არის თანხვედრა, რომ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში ჩაწერა, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება არ მოხდეს უცხოელებზე. ეს პოზიცია აქვს პრემიერ-მინისტრს, ეს პოზიცია აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, , პარლამენტარებს და სრულიად მთავრობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.