ეგვიპტეში რამდენიმე საიტი დაიბლოკა

ეგვიპტის ხელისუფლებამ 21 საიტი დაბლოკა, რომლებიც ექსტრემიზმის პროპაგანდით არიან დაკავებულები. ამის შესახებ სააგენტო MENA იუწყება.
ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია რომ ეს საიტები ტერორიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერით, ასევე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით არიან დაკავებულები.
დაბლოკილ საიტებს შორის ცნობილი ტელეკომპანიის, „ალ-ჯაზირას“ ინტერნეტ ვერსიაა.
„ალ – ჯაზირას“ გარდა, დაიბლოკა ტელეკომპანია Al-Shark-ის საიტები, ასევე “ძმემი მუსლიმანების” საიტი rassd.com და პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ საიტი h.mcenter.info.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები