ზახაროვა უკრაინელ პოლიტიკოსებს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესებით, რაზეც უკრაინელი პოლიტოკოსები საუბრობენ, პირველ რიგში, უკრაინული მხარე დაზარალდება.
„ეს სიტუაცია კაქტუსსა და თაგვებზე ანეკდოტს მაგონებს. თაგვებს ეკლები ერჭობოდა, მაგრამ მას მაინც ჭამდნენ“ – აცხადებს ზახაროვა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის „სახალხო ფრონტის“ წევრებმა რადის დეპუტატებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვისკენ მოუწოდეს.  ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილების შემთხვევაში უკრაინას ანალოგიური ზომებით უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები