ტრამპი და მაკრონი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ, სადაც ნატოს არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ლიდერმა აშშ-ის საელჩოში ისადილეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი” იუწყება.
სამუშაო სადილის დროს პრეზიდენტებმა ნატოს სამიტზე და „დიდი შვიდეულის” მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც იტალიაში ჩატარდება. ასევე ტრამპმა და მაკრონმა უკრაინაში, სირიაში და ჩრდილოეთ კორეაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მაკრონმა არაჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია ჩაატარა და ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია“. მაკრონმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრით ძალიან ბედნიერია.
„ფრანს პრესი“ ასევე იუწყება, რომ 29 მაისს მაკრონი პარიზში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მას ფრანგული მედია მაკრონისთვის „დიდ დიპლომატიურ გამოცდას“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები