ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

Íàðîäíûé äåïóòàò Íàäåæäà Ñàâ÷åíêî âûñòóïàåò ñ òðèáóíû ïàðëàìåíòà âî âðåìÿ çàñåäàíèÿ Âåðõîâíîé Ðàäû Óêðàèíû â Êèåâå, 31 ìàÿ 2016 ã. Ôîòî Êðàâ÷åíêî Àíäðåé / POOL / ÓÍÈÀÍ

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს განცხადებით, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Krytyka Polityczna იუწყება.
„მზად ვარ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღო და არჩევნებში მონაწილეობას ვგეგმავ“, – განაცხადა სავჩენკომ და დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია “სამოქალაქო პლატფორმა“ მიიღებს მონაწილეობას.
აქამდე სავჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, თუმცა ამბობდა, რომ „აუცილებლობის შემთხვევაში არჩევნებში ჩაერთვებოდა“.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები