მოსკოვში „ისლამური სახელმწიფოს“ 4 წევრი დააკავეს

მოსკოვში სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 4 წევრი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი ბი სი“ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფეთქებები მოსკოვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე იგეგმებოდა. ტერორისტულ დაჯგუფებაში რუსეთის და ცენტრალური აზიის რეგიონის წარმომადგენლები შედიოდნენ.
ჩხრეკის დროს აღმოჩენილია ლაბორატორია, სადაც  ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება ხდებოდა. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.
რუსეთის უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ ტერაქტის შემდეგ „ბოევიკები“ სირიაში გაქცევას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები