ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო მანჩესტერში ევაკუაცია გამოცხადდა

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის კოლეჯში ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. შენობა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც დატოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
ამჟამად სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ.  მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები