ბრიტანეთის დედოფალმა მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოში ტერაქტის დროს დაშავებულები მოინახულა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოში მივიდა, სადაც ტერაქტის დროს დაშავებულები მოინახულა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ. მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოში 22 მაისის ტერაქტის შემდეგ 12 ბავშვი მიიყვანეს. დედოფალი დაჭრილებს და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
მანჩესტერში „მანჩესტერ არენაზე“ 22 მაისს მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა. 75 დაჭრილი საავადმყოფოებში იმყოფება. 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები