ნატო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციას ოფიციალურად შეუერთდება

ნატო ოფიციალურად შეუერთდება კოალიციას, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. ამის შესახებ ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ დღეს შევათანხმეთ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი მონაწილეობა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. ეს საბრძოლო ოპერაციებში ალიანსის პირდაპირ მონაწილეობას არ გულისხმობს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
კერძოდ, საუბარი შეიძლება იყოს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაზე და ამაში  AWACS-ის სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების მონაწილეობაზე, ასევე ჰაერში ნატოს სპეციალური თვითმფრინავების მიერ ბომბდამშენებისთვის საწვავის მიწოდებაზე.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს 28-ვე ქვეყანა სხვადასხვა ფორმით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე ჩართულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები