მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის საქმეზე კიდევ ორი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება. ტერაქტთან კავშირისთვის დაკავებულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდასხმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოაწყო. დაკავებულთა შორის თვითმკვლელი ტერორისტის, სალმან აბედის ძმა – ისმაილ აბედია. ასევე ლიბიაში მამამისი და უმცროსი ძმაც დააკავეს.
მანჩესტერში ტერორისტული აქტი 22 მაისს არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი „მანჩესტერ არენას“ ფოიეში ააფეთქა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 22 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა. 64 ადამიანი დაიჭრა, ხოლო 9 პირი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები