მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი დააკავეს

მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ სამი პირი დააკავეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ჯარისკაცებს მოუწოდა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განლაგდნენ. ქალაქში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში ტერაქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 64 დაშავდა, ხოლო 20-მდე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები