“ტერორისტმა გამიზნულად შეარჩია კონცერტის დასრულების დრო, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დაღუპულიყო”

„ტერორისტმა გამიზნულად შეარჩია კონცერტის დასრულების დრო, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანი დაღუპულიყო“, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა ისინი იკვლევენ, ვისი სახელით მოქმედებდა დამნაშავე. სამართალდამცავები მუშაობენ მომხდარის სრული სურათის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად მანჩესტერ არენასთან.
„გარდაიცვალა 22 ადამიანი და დაიჭრა 59, გარდა ამისა სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები მიიღო ბევრმა ადამიანმა და ისინი, ამ დრომდე, აგრძელებენ მკურნალობას. გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები და ახალგაზრდები“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
მანჩესტერში აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 59. ამის შესახებ ინფორმაციას BBC მანჩესტერის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ აფეთქება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები