აფეთქება მანჩესტერ არენაზე – 19 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მანჩესტერის პოლიცია ადასტურებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ლივერპულის მერის შვილებიც.
აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები