რუსეთის პრეზიდენტი მაკრონთან შესახვედრად პარიზში ჩავა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 29 მაისს პარიზში ჩადის, სადაც საფრანგეთის ახალ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინს საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის გაცნობა პირადად სურს.
პუტინსა და მაკრონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 18 მაისს შედგა. ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი. გარდა ამისა, იმსჯელეს სამომავლო პირად შეხვედრებზე და პირადი კონტაქტების დამყარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები