რუსეთმა და თურქეთმა სავაჭრო საკითხებში ორმხრივი შეზღუდვების მოხსნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს
რუსეთმა და თურქეთმა ხელი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს, რომელიც სავაჭრო საკითხებში ორმხრივი შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრის შემდეგ მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ერთი დღით ადრე, 21 მაისს, დიმიტრი მედვედევი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების სამიტზე დასასწრებლად გაემგზავრა. შეხვედრის დროს, მედვედევი მოლაპარაკებებს თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან გამართავს. სამიტზე ასევე, მედვედევის და მოლდოვის პრეზიდენტის, იგორ დოდონის შეხვედრაც იგეგმება.