აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა. მას აეროპორტში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი დახვდნენ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ისრაელში ორ ქვეყანას შორის ურყევი კავშირების დასადასტურებლად ჩავიდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბეთლემში გაემგზავრება, სადაც პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება. ისრაელის შემდეგ დონალდ ტრამპი ვატიკანში ჩავა, სადაც მას რომის პაპი ფრანცისკი მიიღებს. 25 მაისს კი, აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები