სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსზე სრული კონტროლი დაამყარეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰომსზე სრული კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
რუსი სამხედროების ჩართულობით, მეამბოხე ძალების წარმომადგენლებმა ჰომსი დატოვეს. ისინი ევაკუაციისთვის გამოყოფილი ავტობუსებით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში გადაიყვანეს.
სულ, გასული ორი დღის განმავლობაში, ქალაქი 1600-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 400 შეიარაღებული პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები