“ეხო მოსკვის” მთავარ რედაქტორს თავს დაესხნენ (ვიდეო)
სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე, “ეხო მოსკვის” მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიქტოვს თავს დაესხნენ. მას დაურეგისტრირებელი პარტია “სხვა რუსეთის” წევრებმა სახეში ვისკი შეასხეს.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ვენედიქტოვი თეარტრის სცენაზე მწერალ ალექსანდრ პროხანოვთან საჯარო დისკუსიას მართავდა. თავდასხმის შემდეგ პარტიის აქტივისტები სცენიდან გაიყვანეს.
პარტია “სხვა რუსეთი” 2010 წელს აკრძალული ნაციონალ-ბოლშევიკების პარტიის წევრებმა დააფუძნეს. 2016 წლის მარტში პარტიის ლიდერი ედუარდ ლიმონოვი გადადგა და ხელმძღვანელობა შემსრულებელ კომიტეტს გადასცა.