პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.
მხარეები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ და მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.
მერკელის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა სწორედ უკრაინის უსაფრთხოებაა. პეტრო პოროშენკომ კი აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების დასაწყებად, მინსკის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთს შორის 2015 წელს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები