ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა
ირანის რიგით მე-12 საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. ჰასან როჰანიმ ხმების 56% მიიღო, იგი უკვე მეორე ვადით აირჩიეს.
ირანის არჩევნებზე პასუხისმგებელი ორგანოს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 მილიონი ამომრჩევლიდან წლევანდელ არჩევნებში 40 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.