დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში ჩავიდა (ფოტოკოლაჟი)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი საუდის არაბეთში ჩავიდნენ. ეს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპი ვიზიტით ეწვევა ისრაელს, ვატიკანს, ხოლო შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.
საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერება რიგ ორმხრივ შეთანხმებებს.
დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე, ასევე, ერთად გახსნიან ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ გლობალურ ცენტრს. ცენტრის ამოცანაა, არ დაუშვას რადიკალური იდეების გავრცელება.