ბაღდათში მომხდარ ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
ერაყის დედაქალაქ ბაღდათში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 18 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.
ბაღდათის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნავენ, რომ ერაყის დაზვერვამ თავდასხმის შესახებ იცოდა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.