საფრანგეთის პრეზიდენტი მალის ესტუმრა

0

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის ვიზიტის შემდეგ, მალის ესტუმრა. მაკრონი მალის პრეზიდენტს, ბუბაქარ კეიტას შეხვდება. ის ასევე, გაოს სამხედრო ბაზას ეწვევა, სადაც ფრანგი სამხედროები იმყოფებიან, რომლებიც ჯიჰადისტების წინააღმდეგ ოპერაცია „ბარხანში“მონაწილეობენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი და თავდაცვის მინისტრი სილვი გულარი.

კომენტარები

კომენტარი