ლაშა თორდიას ოთხსაათიანი გამოკითხვა დასრულდა

გამომძიებლებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას ოთხსაათიანი გამოკითხვა დაასრულეს. მათ თორდიას სახლი უკვე დატოვეს. ​გამომძიებლების ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის უფროსმა ისაუბრა როგორც მომხდარ ფაქტზე, ასევე, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე.
რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციის შეცვლას, პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კვალიფიკაციის შეცვლაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ​ლაშა თორდიას დაკითხვა დღეს 10:00 საათზე დაიწყო.
მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდიამ ალადაშვილის სახელობის 2 დღის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები