ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო რეაქტიული სისტემებიდან საბრძოლო სროლები გაიმართა. საველე სროლებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის გეგმიურ სწავლებაში დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადის 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.
სწავლების მიზანი პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა, მართვა და კავშირის ორგანიზება, ასევე, საარტილერიო-სადაზვერვო ჯგუფებთან ურთიერთშეთანხმება იყო.
ბატარეის და ბატალიონის შემადგენლობაში ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმურ წვრთნებში 18 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დანადგარი იყო ჩართული.