საქართველოში არამდგრადი ამინდები 15 მაისამდე გაგრძელდება

საქართველოში წვიმიანი და არამდგრადი ამინდი 15 მაისამდე გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 11 მაისს შენარჩუნდება წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. არამდგრადი ამინდი 12 მაისის დილამდეა მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 12 მაისს, დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოდარებას ვარაუდობენ და ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი.
13-14 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში – +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 15 მაისს კი კვლავ შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები