გიორგი მარგველაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

“პოლიტიკოსი განცხადებას რომ არ აკეთებ და მაინც კეთდება კომენტარები, ეს უკვე რაღაც საინტერესო ვითარებაა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მარგველაშვილის თქმით, მას არ გაუკეთებია განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, ამიტომაც გაუგებარია, თუ რატომ კეთდება გარკვეული შინაარსის განცხადებები მისი მისამართით.
„მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში კენჭს ვიყრი და შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები მომწონს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი ვითარებას წარმოაჩენს ისე, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები