მარიამ ჯაში ორგანიზაცია „ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის” წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მალტის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელს, მეგი აბაშიძეს და ორგანიზაცია „ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც დევნილი, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზაფხულო ბანაკებში დასვენებას და ინგლისური ენის სწავლებას ითვალისწინებს.
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მიესალმება განათლების სფეროში მსგავს ინიციატივებს და მუდამ მხარს დაუჭერს პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს დევნილი, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებას, თავისუფალი დროის სწორად გამოყენებას და აქტიურად ითანამშრომლებს მათთან”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები