ბათუმში 13 წლის გოგონა გაუჩინარდა

ბათუმში 13 წლის გოგონას 24 საათზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ანასტასია ტონოკანიანი სახლიდან გუშინ დღის 12 საათზე გავიდა და მას მერე აღარავის უნახავს.
ოჯახმა პოლიციას დღეს მიმართა, შსს-ში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები დაწყებულია.
ანასტასიას მამა 8 წლის წინ, დედა კი 4 წლის წინ დაეღუპა. ის ქალაქ ბათუმში ბებია-ბაბუასა და ბიძასთან ერთად ცხოვრობს. ახლობლებს გოგონას დაკარგვის შესახებ ვერსია არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები