ირაკლი კობახიძე: თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ჩვენს ინტერესშია

„თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი, საბოლოო ჯამში, პარლამენტის გადასაწყვეტია, სადაც შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება.
„ეს, საბოლოო ჯამში, არის პარლამენტის გადასაწყვეტი – იქ მიიღება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, სუბიექტური თვალსაზრისით, ჩვენთვის არის ყველაზე მეტად მომგებიანი მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ გაიმარჯვებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – ეს იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და ასეთ შემთხვევაში, დამატებით გავაძლიერებდით ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებს. თუ საუბარია სუბიექტურ ინტერესებზე, სუბიექტურად, მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია გაისად პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. დანარჩენი უკვე პარლამენტის გადასაწყვეტია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები