ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა დღის ბოლომდე სრულად აღდგება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ101 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, მოძრაობა ორხმრივად აღდგენილია.
ხოლო, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მოძრაობა აკრძალულია, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღის ბოლომდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები