პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საყოველთაო არჩევნები 35 მილიონი ლარი ჯდება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგადად, საყოველთაო არჩევნები 35 მილიონი ლარი ჯდება.
კობახიძემ ამის შესახებ გორში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას განაცხადა.
“ზოგადად, საყოველთაო არჩევნები ჯდება 35 მილიონი, ეს იქნება ადგილობრივი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დემოკრატიაში ფული დავინანოთ. მთავარია, რომ არჩევნები ჩავატაროთ იქ, სადაც მიიღება გადაწყვეტილება ქვეყნის მართვის თაობაზე. მათ შორის ამ საკითხს დაუკავშირეს თვითონ დემოკრატიის არსი, საუბარი იყო იმაზე, რომ ხალხის მმართველობას ნიშნავს დემოკრატია და ამიტომ ხალხი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტი არ არის ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები