საკონსტიტუციო სასამართლო მე-11 მოწვევის საქართველოს უზანაესი საბჭოს 53 დეპუტატის სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია 53 ფიზიკური პირის სარჩელს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.
დავის საგანია – „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონი დისკრიმინაციულია და თანაბარ პირობებში არ აყენებს საქართველოს პარლამენტის წევრებსა და უზენაესი საბჭოს დეპუტატებს, რომლებიც 1985-1990 წლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობდნენ.
“სარჩელი 53 ფიზიკური პირის სახელით არის შემოტანილი. ესენი მე-11 მოწვევის საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები არიან, რომლებიც 1985- 1990 წლებში მოქმედებდნენ. ეს პირები ითხოვენ, რომ სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს კანონის მუხლი, ”სახელმწიფოს აკადემიური სტიპენდიებისა და კომპენსაციების შესახებ”, სადაც ისინი არ არიან გათანაბრებული საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან, რომლებიც შესაბამის პენსიას იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ასრულებდნენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას და იღებდნენ ცვლილებას კონსტიტუციაში და კოდექსებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევაა. მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დღეს მიმდინარეობს საქმის განხილვა”,- აცხადებს მოსარჩელე მხარის ადვოკატი ლია მუხაშავრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები