გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ მაკკეინმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს (ვიდეო)

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის მნიშვნელობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სენატორ მაკკეინის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი გვერდით უდგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიერ შეტანილ წვლილსაც.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ მაკკეინმა რეგიონში არსებული ვითარებაც მიმოიხილეს. სენატორის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები