იპოლიტოვ-ივანოვისა და მეგობრობის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)
იპოლიტოვ-ივანოვისა და მეგობრობის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ იპოლიტოვ-ივანოვისა და მეგობრობის ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩაზე 2400 კვ.მ-იან მონაკვეთზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მეგობრობის ქუჩაზე კი მოწესრიგდება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.