ავარია ოკუპირებულ აფხაზეთში – დაშავებულია სამი სამხედრო

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. ავარია მიუსერის მახლობლად მოხდა. ადგილობრივი ავტოინსპექციის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო. ავტომობილი 190 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა, ის გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულთა შორის ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები